Category კლინიკური ფსიქოლოგია Сlinical Psychology

ფსიქიკური დარღვევის ნიშნები და სიმპტომები

  ისეთი ფსიქიკური დაავადებები, როგორიც არის შიზოფრენია და ბიპოლარული აშლილობა, იშვიათად ჩნდებიან მოულოდნელად “out of the blue.” ზოგჯერ, სანამ დაავადება თავს იჩენდეს მომწიფებულ ფორმაში, ადამიანები ხვდებიან, რომ მათ აზრებში, ემოციებსა და ქცევებში “რაღაც ისე ვეღარ არის, როგორც ადრე იყო.” ადრეული სიმპტომების ამოცნობა და შესაბამისი მოქმედება, დაგეხმარებათ დაავადების პრევენციაში. სპეციალისტის მხრიდან ადრეული ჩარევა შეამცირებს დაავადების სიძლიერეს. […]

კლინიკური ფსიქოლოგია

კლინიკური ფსიქოლოგია თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა, რომელიც მოიცავს პათოლოგიური ქცევისა და სხვადასხვა ფსიქიატრიული პრობლემის შეფასებასა და კომპლექსულ მკურნალობას. მისი ჩამოყალიბება უკავშირდება ამერიკელი ფსიქოლოგის, ლაიტნერ უიტმერის სახელს, რომელმაც 1896 წელს, აშშ-ში გახსნა პირველი ფსიქოლოგიური კლინიკა, რომლის მთავარი მიზანი დასწავლის პრობლემების მქონე ბავშვების მკურნალობა გახლდათ. თუმცა, თავდაპირველად, კლინიკური ფსიქოლოგიის განვითარებაზე გავლენა მოახდინა ზ.ფროიდის ნაშრომებმა, რომელიც ფოკუსირდებოდა […]

მორიტა თერაპია – პოზიტიური ფსიქოთერაპიის იაპონური ალტერნატივა

მორიტა თერაპია კლინიკური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი განშტოებაა, რომელიც ძენ-ბუდიზმს ეფუძნება. იგი პიროვნების მიზანსა და პასუხისმგებლობაზე ორიენტირებულ, ეკოლოგიურ ფსიქოთერაპიად მოიაზრება. მეცნიერები, მორიტა თერაპიას ალბერტ ელისის რაციონალურ-ემოციური ფსიქოთერაპიის, ეგზისტენციალურ და კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიების მონათესავე მიმართულებად თვლიან. მაგრამ მანამდე, სანამ მორიტა თერაპიის სიღრმეებს მიმოვიხილავთ, გაგაცნობთ მისი დამაარსებლის, შომა მორიტას მოკლე ბიოგრაფიას. შომა მორიტა- იგივე მორიტა მასატაკე (1874–1938) ზიგმუნდ ფროიდის თანამედროვე, […]

ფსიქოლოგიის ქალური ლოგიკა

ფსიქოლოგიის ისტორიას თუ მიმოვიხილავთ, გავიხსენებთ, რომ ყოველთვის ხაზგასმით აღინიშნებოდა მამაკაცი ფსიქოლოგების წვლილი, რომლებმაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინეს ფსიქოლოგიის მეცნიერულ მიმართულებად ჩამოყალიბებაში (ფროიდი, სკინერი, უოტსონი, იუნგი და სხვა), მაგრამ ჩვენდა გასაოცრად, ადრეული წლებიდანვე არსებობდნენ ქალი ფსიქოლოგებიც, რომლებმაც სხვადასხვა მიმართულებით განავითარეს ეს დარგი. მწირი ინფორმაციის მიუხედავად, ვარაუდობენ, რომ 1900-იან წლებში, აშშ-ში 10 ფსიქოლოგიდან 1 ყოველთვის გახლდათ ქალი. მიუხედავად […]

დასწავლის უნარის დარღვევა

დასწავლის უნარის დარღვევა ჰეტეროგენული (შემადგენლობით, წარმოშობით, თვისებებით სხვადასხვაგვარი) დარღვევების მქონე ჯგუფის ზოგადი სახელწოდებაა, რომელიც ვლინდება კითხვის, წერის, მათემატიკური უნარების განვითარების დეფიციტში და სავარაუდოდ, დაკავშირებულია ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქციებთან. დასწავლის უნარის განსაზღვრება გულისხმობს შემდეგს: ბავშვს დარღვევა აქვს იმ ერთ ან რამდენიმე ბაზისურ ფსიქიკურ პროცესში, რომლებიც საფუძვლად უდევს ზეპირი და წერითი მეტყველების გაგებასა და გამოყენებას, იგი ვლინდება […]

არტ-თერაპია – ბედნიერების მეცნიერება

  როგორ მკურნალობს სულს, არტ-თერაპია?   არტ-თერაპია, თანამედროვე ფსიქოლოგიის შედარებით ახალი დარგია, მაგრამ მას გაცილებით ადრე, პირველყოფილი ადამიანებიც იყენებდნენ. ალბათ, ყველას გინახავთ ან გსმენიათ დოკუმენტურ სერიალებსა თუ ფილმებში, ისტორიის მასწავლებლისგან ან განათლებული მეზობლისგან  “პითეკანტროპის” (იგივე პირველყოფილი, “მარჯვე ადამიანი”) საცხოვრებელი გამოქვაბულების შესახებ, რომლის კედლებზეც ამოტვიფრულ  ნახატებს, არაერთი მკვლევარი განუცვიფრებია. ისტორიამ შემოგვინახა უძველესი ნახატი, ესპანეთში, ელ-კასტილიოს გამოქვაბულში, რომელიც თარიღდება პალეოლითის […]

სექსუალური ქცევა

სექსუალური ქცევა – ორ ადამიანს შორის ისეთი სახის ურთიერთქმედება, რომელიც იწვევს სექსუალურ აღგზნებას. ადამიანის სექსუალურ ქცევას აქვს 2 დეტერმინანტი: I. მემკვიდრეობით მიღებული საპასუხო, სექსუალური სახის რეაქციები, რომელიც მოწოდებულია რეპროდუქციისათვის. II. სოციალურად განპირობებული შეზღუდვები ან წესები, რაც ადამიანის სექსუალურ ქცევას ჩარჩოებში აქცევს. გენეტიკური და ჰორმონალური ფაქტორები ადამიანის გენეტიკური აგებულება გასნსაზღვრავს ჰორმონულ სტატუსს და ამ ჰორმონებისადმი სხეულის […]

TAT – თემატური აპერცეპციის ტესტი

თემატური აპერცეპციის ტესტი – პროექციული სახის ტესტია, რომელიც აფასებს ადამიანის აზრებს, დამოკიდებულებებს, დაკვირვების შესაძლებლობებსა და ტესტის ორაზროვანი შინაარსის მიმართ ემოციურ რეაქციებს. ტატი მოიცავს ისეთი ორაზროვანი სახის ნახატებს ან სურათებს, სადაც ასახულია ადამიანები სხვადასხვა სიტუაციებსა და გარემოებებში. ცდის პირს კარნახობენ – ნახატების მიხედვით მოყვეს ისტორია, რომელსაც თან ახლავს კონკრეტული ელემენტები: 1. ასახული მოვლენა; 2. რა უძღოდა წინ […]

ანგელმანის სინდრომი

სინდრომი აღმოაჩინა ბრიტანელმა პედიატრმა, ჰარი ანგელმანმა (1965 წ). ანგელმანის სინდრომი არის კომპლექსური გენეტიკური დაავადება, რომელიც უპირველესად, ზეგავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ახასიათებს განვითარების შეფერხება, ინტელექტუალური ქმედუუნარობა, მეტყველების გაუარესება, პრობლემები მოძრაობასა და კოორდინაციაში (ატაქსია). ამ დაავადების მქონე ბავშვების უმრავლესობას აქვს განმეორებითი ეპილეფსიური შეტევები (ხშირად იწყება 2-დან 3 წლის ასაკში) და მცირე ზომის თავი (მიკროცეფალია). ანგელმანის სინდრომის […]

მსოფლიო ბიპოლარული აშლილობების დღე: რა არის ბიპოლარული აშლილობა? როგორია მისი სიმპტომები?

სხვა ფსიქიკური დაავადებების მსგავსად, ხალხში ბიპოლარული აშლილობაც არასერიოზულად აღიქმება. მაგრამ, მილიონობით ადამიანისათვის (ვისაც ეს დაავადება გამოუცდია) ნამდვილად არ გახლავთ სახუმარო. ბიპოლარული აშლილობის მიზეზები შეგვიძლია ვეძიოთ განწყობებში – უმაღლესიდან (მანია) უმდაბლეს (დეპრესია) საფეხურებს შორის. განწყობის პერიოდული ცვალებადობა ყოველ თქვენგანს გამოგიცდიათ, მაგრამ ბიპოლარული აშლილობისას სიმპტომები ძალიან მძიმეა, ის ზეგავლენას ახდენს ცხოვრების ყველა ასპექტში. ჯანმრთელი ადამიანებისათვის, ბიპოლარული აშლილობა, როგორც დაავადება […]